იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ელზა ლეშკაშელი აირჩიეს

28 იანვარი 2014

იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს  ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ელზა ლეშკაშელი აირჩიეს

 

 

 

2014 წლის 26 იანვრიდან იურიდიული დახმარების სამსახური   დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა.   

 

ამავე საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 27 იანვრიდან საქმიანობას შეუდგა 9-წევრიანი იურიდიული დახმარების საბჭო, რომელიც სამსახურის მართვას განახორციელებს. საბჭო დაკომპლექტებულია ადვოკატთა ასოციაციის 3 წევრით, ასევე - იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სახალხო დამცველის, საია-ს, სამეცნირო სფეროსა და იურიდიული დახმარების სამსახურის თითო წარმომადგენლით. მათი უფლებამოსილების ვადა, გარდა იურდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლისა, 4 წელია. დღესვე, საბჭომ, 1 წლის ვადით, თავმჯდომარედ აირჩია ელზა ლეშკაშელი, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელია.

 

საბჭო აღჭურვილია ფართო უფლებამოსილებებით, რომელთა შორისაა სამსახურის დირექტორის არჩევა, სამსახურის სტრატეგიის დამტკიცება და კონტროლი მის შესრულებაზე, სამსახურის დებულებისა და საქმიანობის მარეგულირებელი სხვა დოკუმენტების დამტკიცება, გადაწყვეტილების მიღება იურიდიული დახმარების ოფისების გახსნისა და გაუქმების თაობაზე და სხვა. ამასთან საბჭომ, შეკრებიდან 1 თვის ვადაში, უნდა აირჩიოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, რომლის უფლაბამოსილებაც 5 წლის ვადით განისაზღვრება. მის არჩევამდე სამსახურს მოქმედი დირექტორი, მელიტონ ბენიძე, უხელმძღვანელებს.

 

 

იურიდიული დახმარების სამსახური მოსახლეობას უფასო საადვოკატო მომსახურებასა და სამართლებრივ კონსულტაციებს 2007 წლიდან უწევს. დღეისათვის სამსახურში 162 პირი, მათ შორის, 86 ადვოკატია დასაქმებული. სამსახურის 11 ბიურო და 6 საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, მცხეთაში, თელავში, რუსთავში, მარნეულში, წალკაში, გორში, ახალციხეში, ახალქალაქში, ზესტაფონში, ქუთაისში, ამბროლაურში, მესტიაში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ბათუმში ფუნქციონირებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი